ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი მართავს სტუდენტთა მეხუთე საფაკულტეტო კონფერენციას. კონფერენციის მიზანია, ხელი შეუწყოს სტუდენტთა სამეცნიერო საქმიანობას და დარგთა შორის კვლევებს, ჰუმანიტარული და სხვა ფაკულტეტების სტუდენტებს განუვითაროს აკადემიური და სამეცნიერო უნარ-ჩვევები. აამაღლოს სტუდენტთა ინტერესი ქართველოლოგიური დარგების შესწავლისა და კვლევის მიმართ.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ კონფერენციის საინფორმაციო წერილში.